ფორუმი გამოცდა ბილეთები V2
ამოსაბეჭდი ვერსია


სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გაფორმებისთვის საჭირო ტესტის სწავლება/ბილეთები

    იარაღის მოხმარების წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების, უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღის შეძენის მსურველები 2015 წლის 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ.

    საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს.

    იარაღის შეძენის მსურველს გამოცდაზე გასვლა შსს-ს მომსახურების სააგენტოს ყველა განყოფილებაში შეუძლია. გამოცდაზე გასასვლელად უნდა წარმოადგინოთ ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

    ბილეთების რაოდენობაა 150. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება. გამოცდა ჩაბარებულად 18 სწორი პასუხის შემთხვევაში ითვლება. იარაღის შეძენის მსურველს თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად 30 წუთი ეძლევა.

მონადირეთა კლუბი "ლეგიონი" გისურვებთ წარმატებებს.

1. საჭიროა თუ არა ფიზიკური პირის მიერ შეძენილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაცია

2. მოიპოვებს თუ არა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე იმ ტიპის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტის შეძენის უფლებას, რომელი ტიპის იარაღის შეძენის (შენახვის და ტარების) ლიცენზია (ნებართვა) არ გააჩნია

3. იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვს

4. დასაშვებია თუ არა პირმა დაირეგისტრიროს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, თუ იარაღის რომელიმე ძირითადი ელემენტი დამზადებულია ლიცენზიის არმქონე პირის მიერ

5. ჩამოთვლილთაგან რომელი არის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის (ლიცენზია) არგაცემის საფუძველი

6. ფიზიკური პირის მიერ დაურეგისტრირებელი იარაღის განკარგვა

7. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი

8. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი არის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი

9. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია სწორი

10. ჩამოთვლილთაგან რომელი არის ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი

11. ჩამოთვლილი ვერსიებიდან რომელი არის ცეცხლსასროლი იარაღი

12. შეიძლება თუ არა დამცავი ან შემაკავებელი ორდერი წარმოადგენდეს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის ამკრძალავ გარემოებას

13. მოიპოვებს თუ არა ფიზიკური პირი შესაბამის ნებართვას კონსტრუქციული ნაკლის/დაზიანების მქონე სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად

14. დასაშვებია თუ არა და რა შემთხვევაში სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემა

15. ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებია

16. ჩამოთვლილთაგან რომელი იარაღი არ არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან

17. რომელი იარაღი არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან

18. ჩამოთვლილთაგან რომელი გარემოებაა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ლიცენზიის გაუქმების საფუძველი

19. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია სწორი

20. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილია

21. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს

22. ფიზიკურ პირს სურს მასზე რეგისტრირებული გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 200 ვაზნის გადატანა. სჭირდება თუ არა მას გადატანა-გადაზიდვის ნებართვა

23. რა რაოდენობის დენთის გადატანა არის დასაშვები რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ შესაბამისი ნებართვის გარეშე

24. საქართველოს მოქალაქეს სურს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანა. სჭირდება თუ არა მას უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა

25. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევა ხდება

26. ვალდებულია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე მიმართოს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციის მიზნით

27. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ვალდებულია ხელახალი რეგისტრაციის მიზნით მიმართოს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს იარაღის ხელახალი რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობიდან

28. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა

29. ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი

30. ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მცდარი

31. მოცემული დებულებებიდან რომელია მცდარი

32. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ლიცენზიის გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს

33. ჩამოთვლილთაგან რომელი შემთხვევა არ არის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის მაძიებლისთვის შემაფერხებელი გარემოება

34. რომელი არ არის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევის საფუძველი

35. ერთდროულად რამდენი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანასა და გატანაზე შეუძლია საქართველოს მოქალაქეს მიიღოს ნებართვა

36. ერთდროულად რამდენი ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანასა და გატანაზე შეუძლია საქართველოს მოქალაქეს მიიღოს ნებართვა

37. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული

38. იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაკარგეთ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი

39. ჩამოთვლილთაგან ცეცხლსასროლი იარაღის დარეგისტრირება არ არის ნებადართული

40. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ნებადართულია თუ არა მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის მოპოვება

41. დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრემ თვითონ (შესაბამისი ლიცენზიის გარეშე) დაამზადოს ან შეაკეთოს ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტები

42. მოცემული დებულებებიდან, რომელია მართებული

43. ჩამოთვლილი დებულებებიდან, რომელია მცდარი

44. ჩამოთვლილთაგან, რომელი დებულებაა მართებული

45. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის და ტარების უფლებით) ნებართვას გასცემს

46. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში

47. რა ასაკიდან არის ნებადართული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დარეგისტრირება

48. დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება

49. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის კოლექციონირება და ექსპონირება დასაშვებია

50. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრის მიერ სარეგისტრაციო ჩანაწერებსა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში ასახული საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, წარმოიშობა თუ არა ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება

51. დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მემკვიდრეობით მიღება

52. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მართებული

53. აქვს თუ არა უფლება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს

54. რა შემთხვევაშია დასაშვები თქვენს საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი შეინახოთ ისეთ ადგილას, სადაც ის გარეშე პირთათვის ხელმისაწვდომი იქნება

55. შეუძლია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს თვითონ (შესაბამისი ლიცენზიის გარეშე) გადააკეთოს კუთვნილი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი

56. ჩამოთვლილთაგან რომელი არის ცეცხლსასროლი იარაღი

57. რომელი ცეცხლსასროლი იარაღი არ არის საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული

58. საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან მისი დამატებითი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ფიზიკური პირი

59. დასაშვებია თუ არა ფიზიკურმა პირმა თავის საკუთრებაში არსებული რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბაროს (საკომისიო წესით) იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე დაწესებულებას

60. აქვს თუ არა ფიზიკურ პირს თავის საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გასხვისების უფლება

61. დასაშვებია თუ არა ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დაგირავება

62. ვის აქვს იარაღით ვაჭრობის უფლება

63. როგორ უნდა მოიქცეს მემკვიდრე, თუკი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის დროს არსებობს გარემოება, რომელიც ზღუდავს მასზე ამ იარაღის რეგისტრაციას

64. დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალიზაცია (აღურიცხავი იარაღის დარეგისტრირება)

65. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ზოგადი მოთხოვნა ვრცელდება თუ არა სამოქალაქო ცეცხლ¬სასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემო¬ტანაზე

66. თუ პირს გაფორმებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისი იარაღის რამდენი ვაზნა შეუძლია ჰქონდეს ერთდროულად

67. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ლიცენზიის მფლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. გაუქმდება თუ არა აღნიშნული ლიცენზია

68. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

69. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფის), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

70. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

71. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დამზადება იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

72. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

73. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი

74. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან შეძენის წესის დარღვევა გამოიწვევს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას

75. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა გამოიწვევს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას

76. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) ან შს ორგანოებში მისი აღრიცხვაზე აყვანის წესის დარღვევა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს გამოიწვევს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას

77. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტებსა და საამისოდ გამოუყოფელ ადგილებში, აგრეთვე გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით

78. საქართველოს მოქალაქის მიერ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენა, შენახვა, სხვა პირისთვის გადაცემა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე

79. ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლითაც ნადირობა აკრძალულია

80. ნადირობის წესის დარღვევა გამოიწვევს თუ არა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას

81. ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაში აქვს იარაღის მესაკუთრეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

82. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩადენილად ჩაითვლება

83. რომელი პასუხია სწორი

84. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში ჩადენილად ჩაითვლება

85. უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამუხტულ მდგომარეობაში დატოვება დანიშნულებით გამოყენების შემდგომ

86. რა იგულისხმება ნახევრადავტომატურ სანადირო შაშხანაში

87 . ჩამოთვლილი ვერსიებიდან რომელი არის ნახევრადავტომატური იარაღი

88. რა იგულისხმება „სანადირო მცირეკალიბრიან შაშხანა“-ში

89. ჩამოთვლილი ვერსიებიდან რომელი კომპონენტი ეკუთვნის გლუვლულიანი თოფის ვაზნას

90. როდის არის იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, რათა მსროლელმა შეძლოს გასროლა

91. რომელი კალიბრის ვაზნების გასროლაა შესაძლებელია 16 კალიბრიანი თოფით

92. დასაშვებია თუ არა იარაღის ადამიანზე მიმართვა

93. რა იგულისხმება სიტყვა „კალიბრში“

94. რომელი ვაზნების გასროლაა დასაშვები სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან

95. რომელი მიეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით ხრახნილლულიან იარაღთა კატეგორიას

96. სანადირო თოფისათვის ტიპურად დამახასიათებელია

97. რას წარმოადგენს გლუვლულიანი თოფის შემთხვევაში „ჩოკი“

98. ცეცხლსასროლი იარაღის გაწმენდის წინ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია თუ არა ლულის სავაზნე არხის შემოწმება მასში ვაზნების არსებობაზე

99. უსაფრთხოა თუ არა იარაღის შენახვა ისეთ საცავში, სადაც საწვავი, ადვილადაალებადი და ქიმიური ნივთიერებები ინახება

100. მიზანშეწონილია თუ არა დასაშვებ რაოდენობაზე მეტი ვაზნის ძალით ჩასმა სავაზნეში

101. უსაფრთხოა თუ არა დაზიანებული ვაზნების გამოყენება

102. მიზანშეწონილია თუ არა მტყუნების კვალის მქონე ვაზნების მეორეჯერ გამოყენება

103. რას ნიშნავს ფუჭი ვაზნა

104. იარაღის სასხლეტის გეომეტრიული ფორმიდან გამომდინარე გათვალისწინებულია

105. მცველი იცავს იარაღს

106. სასხლეტზე თითის დადება მიზანშეწონილია

107. არასრული დაშლის შემდეგ იარაღის აწყობა უნდა ვაწარმოოთ

108. ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი

109. უცხო საგნის სანადირო თოფის ლულაში ჩარჩენამ შეიძლება გამოიწვიოს

110. რას ნიშნავს აღნიშვნა Magnum

111. გადამფრენ მფრინველზე ნადირობისას პირი ვადლებულია თან იქონიოს

112. ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის

113. დაშვებულია თუ არა ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში

114. დასაშვებია თუ არა ნადირობა ეროვნული პარკის გარშემო 500-მეტრიან ზოლში

115. საქართველოს რომელი ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებშია დაშვებული ნადირობა

116. როდის არის აკრძალული ცხოველების მოპოვება

117. ნადირობისას მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება აკრძალულია

118. ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში მონადირე ძაღლების წვრთნისას სანადირო იარაღის გამოყენება

119. ტყის ქათამზე ნადირობის დღიური ლიმიტია

120. მწყერზე ნადირობის დღიური ლიმიტია

121. ქედანზე ნადირობა ნებადართულია

122. მწყერზე ნადირობა ნებადართულია

123. ტყის ქათამზე ნადირობა ნებადართულია

124. ჩამოთვლილთაგან რომელი ძუძუმწოვრები არიან შეტანილი საქართველოს წითელ ნუსხაში

125. ჩამოთვლილთაგან რომელი ძუძუმწოვარი არ არის შეტანილი საქართველოს წითელ ნუსხაში

126. ჩამოთვლილთაგან რომელი ფრინველი არის შეტანილი საქართველოს წითელ ნუსხაში

127. ჩამოთვლილთაგან რომელი ფრინველი არ არის შეტანილი საქართველოს წითელ ნუსხაში

128. ჩამოთვლილთაგან რომელ ძუძუმწოვარზე არ არის დაშვებული ნადირობა

129. ჩამოთვლილთაგან რომელ ფრინველზე არ არის დაშვებული ნადირობა

130. უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ტრანსპორტირებული უნდა იქნეს

131. სისხლდენის შეჩერების მიზნით, კიდურებზე ლახტი უნდა დაიდოს

132. სისხლდენის შესაჩერებლად ლახტი კიდურზე უნდა დაიდოს

133. სისხლდენის შემაჩერებელი ლახტის დადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს

134. უშუალოდ ჭრილობა შეიძლება დამუშავდეს

135. რა დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ დაზარალებულს გულისა და სუნთქვის გაჩერების შემთხვევაში

136. დაზარალებულის შემთხვევაში, რომელსაც არ აღენიშნება სუნთქვა და გულისცემა, სინათლეზე თვალის გუგების რეაქციის არსებობა მეტყველებს

137. დაზარალებული გულ-მკერდის ტრავმვით ტრანსპორტირებული უნდა იქნეს

138. როგორია ტანსაცმლის (პერანგის) მოშორების თავისებურება ზედა კიდურის ცეცხლნასროლი დაზიანების შემთხვევაში

139. რომელი ქმედებაა უფრო მისაღები უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებულის გონზე მოსაყვანად

140. ხელოვნური სუნთქვისა და გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარებისას აუცილებელია,რომ დაშავებული

141. ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას მეთოდით „პირით პირში“ აუცილებელია

142. როგორია პირველადი დახმარების აღმოჩენის თანმიმდევრობა ცეცხლნასროლი ჭრილობის დროს

143. მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის დროს პირველადი დახმარების რა წესები უნდა იქნეს დაცული

144. როგორია ხელოვნური სუნთქვისა და გულის არაპირდაპირი მასაჟის რიტმი, რომელსაც ატარებს ერთი ადამიანი

145. არტერიული სისხლდენის ნიშნებია

146. თვალის მიდამოში ცეცხლნასროლი ჭრილობის შემთხვევაში

147. ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს ჰაერის ჩაბერვისას

148. კისრის მალების დაზიანებისას ან მასზე ეჭვის მიტანისას

149. თუ დაშავებულს აღენიშნება მხოლოდ პულსაცია საძილე არტერიაზე და არ აღენიშნება სუნთქვა

150. რომელი სისხლდენის დროს შეიძლება დაიდოს ლახტი

Refresh
ბილეთი №: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 72, 73, 74, 75, 76, 77, 78, 79, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95, 96, 97, 98, 99, 100, 101, 102, 103, 104, 105, 106, 107, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 118, 119, 120, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127, 128, 129, 130, 131, 132, 133, 134, 135, 136, 137, 138, 139, 140, 141, 142, 143, 144, 145, 146, 147, 148, 149, 150.
მოგესალმებით სტუმარო
გთავაზობთ გააზიაროთ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის გასაფორმებლად საჭირო ტესტის ბილეთები, დაეხმარეთ თქვენს მეგობრებს მარტივად ისწავლონ და შეაფასონ რამდენად არიან მზად გამოცდის ჩასაბარებლად.
Georgian Hunters Club - Legion.Ge